სოფლის მეურნეობის მომავალი დრონებშია!

მსოფლიოში დრონების გამოყენება დღითი-დღე იზრდება.  მათ თითქმის ყველა ინდუსტრიაში ვიხილავთ, ვიანიდან დრონი არის იარაღი, რომლის გამოყენებითაც ადამიანი იმარტივებს სამუშაოს. მათი გამოყენება 21-საუკუნეში უამრავი პრობლემის გადაჭრას ემსახურება. დრონს საკმაოდ დიდი ადგილი უჭირავს ისეთ თანამედროვე ტექნოლოგიების სფეროებში, როგორებიცაა ინჟინერია და არქიტექტურა, გეოგრაფია, წიაღისეულის მოპოვება, კარტოგრაფია, გარემოსდაცვა-დრონები ხშირ შემთხვევაში გადამწყვეტ როლსაც ასრულებენ.არც სოფლის მეურნოებაა გამონაკლისი სფერო დრონებისთვის. მას შემდეგ, რაც დრონებს მასიური გამოყენების სახე მიეცა, მისმა მიართულებამ სოფლის მეურნეობისკენაც გადაინაცვლა. უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენება არის ბოლო დროის რევოლუცია, რომლემაც სრულიად შეცვალა მიდგომები სოფლის მეურნეობაში.

მან ბევრი მექანიზმი, ძველი დროის დაუღალავი შრომა და დიდი საქმე მარტივად ჩაანაცვლა და მოგვცა ისეთი საქმის შესრულების საშუალება, რომელსაც ადამიანი დამოუკიდებლად ვერ შეძლებდა. დღეს დრონი წარმატებული ფერმერის გამორჩეული მეგობარია, ვინაიდან მისი გამოყენებით ფერმერი იადვილებს ისედაც მძიმესა და დამღლელ სამუშაოს, მით უფრო მაშინ, როდესაც საქმე ეხება დიდ, რთულად სამართავ ტერიტორიებს. სოფლის მეურნეობაშიც დრონებს საკუთარი მიმართულებები აქვს, დაწყებული ნაკვეთის  გაშენების წინასწარი დაგეგმარებით და დამთავრებული მცენარის ზრდის პროცესის მონოტორინგით. დღეს დრონების ადგილი „ზუსტ სოფლის მერუნეობაშია“, რომელიც გულისხმობს ზუსტი, ციფრული მონაცემებით ოპერირებას თანამედროვე ტექნოლოგიის დახმარებით. მომავალ წლებში აგრო დრონები ბაზრის 38%-ს მიაღწევენ, მოსახლეობის ზრდა და კლიმატური ცვლილების ფაქტორებმა მათი გამოყენება გაზარდა, ვიანიდან ისინი პირდაპირ და ირიბად ახდენენ ზეგავლენას ფერმერის წინაშე არსებულ პრობლემებზე. დრონების გამოყენებით ფერმერებს შეუძლიათ დაზოგონ დრო და ენერგია, გაზარდონ მოსავლის ხარისხი და რაოდენობა, განახორციელონ ნაკვეთის მენეჯმენტი და მიიღონ გადაწყვეტილებები, რომლებიც მოახდენენ კომპლექსურ გავლენას თავიანთ მეურნეობაში. 

თქვენს წინაშეა აგრო დრონების ინოვაციური მხარეები და გამოყენების ეფექტურობა:

1. ნაკვეთის დაგეგმარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური პროცესია მეურნეობის დაწყებისას. ფერმერმა კარგად უნდა ჩაატაროს წინასწარი დაგეგმარება, სწორად შეარჩიოს ნაკვეთი და გააშენოს სასურველი კულტურა. დრონების გამოყენებით შესაძლებელია ტოპოგრაფიული რუკების შექმნა, მეპინგი და სიმაღლებრივი დონეების განსაზღვრა. ციდან გადაღებული სურათები, შესაბამის პროგრამაში დამუშვების შედეგად გვაძლევს საშუალებას სწორი მიმართულება მივცეთ ნაკვეთის დაგეგმარებას, სწორად დავამონტაჟოთ სარწყავი სისტემა, ჩავატაროთ ნიადაგის ნიველირება და გავამზადოთ იგი ახალი ნარგაობის გასაშენებლად.

2. დრონები საშუალებას გვაძლევს დავთვალოთ მცენარეების რაოდენობა საკუთარ ნაკვეთში. მარცვლეული კულტურის თესვის შემდგომ მნიშვნელოვანია გავიგოთ აღმოცენების ხარისხი და პროცენტულობა. სპეციალური პროგრამები დრონებისგან მიღებულ სურათებს პიქსელებად დაყოფენ და სპეციალური ლოგარითმებით დაითვლიან მცენარეების რაოდენობას, რაც ფერმერს მისცემს საშუალებას შეაფასოს ჩატარებული თესვითი სამუშაო და საჭიროების შემთხვევაში დაგეგმოს ხელახალი ოპერაცია. გარდა ამისა, მრავალწლიანი კულტურების შემთხვევაში, დრონების გამოყენებით შესაძლებელია მათი რაოდენობისა და მდგომარეობის მენეჯმენტი.

3.დრონების მწარმოებელი რამდენიმე კომპანია გვთავაზობს ისეთ დრონებს, რომლებსაც შეუძლიათ საჰაერო თესვა. ეს ტექნოლოგია აჩქარებს და ამარტივებს თესვის პროცესს. ამის ნათელი მაგალითია დასავლეთ აზიაში ბრინჯის კულტურის საჰაერო თესვა, რამაც უამრავ ფერმერს დაუადვილა აღნიშნული საქმიანობა. სათესი დრონის გამოეყენბა სხვა კულტურებშიც შესაძლებელია, გამოიყენება ბალახის, მწვანე სიდერატების საჰაერო თესვისათვის.

4. მცენარის ჯანმრთელობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. ფერმერი უამრავ ძალისხმევას ხარჯავს მეუნეობაში დაავადებებისა და მავნებლების მონიტორინგში, რადგან სწორედ ისინი წარმოადგენენ მცენარის განადგურების და სტრესში ჩავარდნის მთავარ წყაროს. მსგავსი მნიშვნელობის ფაქტორია საკვები ელემენტების არსებობა/არარსებობა ნიადაგში, რაც პირდაპირ კავშირშია მცენარის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან. ამ ყველაფრის ობზერვაცია და მენეჯმენტი უამრავ დროსთან, ენერგიასთან და დანახარჯებთანაა დაკავშირებული. მცირე ზომის დრონები სპეციალური სენსორების დახმარებით ამ პრობლემის გადაწყვეტას გვთავაზობენ, ისინი გვაწვდიან ისეთი ტიპის ინფორმაციას, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია ჩვენს ნაკვეთში გამოვავლინოთ ადგილები, სადაც ჩვენი მცენარე სტრესის ქვეშაა, გამოვააშკარაოთ გამოწვევის მიზეზები და ეს ყველაფერი კი რამდენიმე საათშია შესაძლებელი. დრონი სპეციალური სენსორითა და სპეციალური პროგრამის დახმარებით გვაწვდის NDVI ინდექსებს, ფოტოსინთეზის მიმდინარეობის ხარისხს და საბოლოო ჯამში ნაკვეთის მდგომარეობას. ეს მექანიზმი იდეალური საშუალებაა 100-200 და მეტი ჰექტარი ნაკვეთის მქონე ფერმერებისთვის, რათა მარტივად შეძლონ მოკლე ვადაში საჭირო ინფორმაციის მიღება რომ შემდგომ სწორად დაგეგმონ მცენარეთა გამოკვება , დაცვა და სხვა ღონისძიებები. სოფლის მეურნეობაში დღეები დათვლილია , ყველაფერი წინასწარ უნდა იყოს დაგეგმილი უნდა მოხდეს სწრაფი რეაგირება პრობლემისადმი, წინააღმდეგ შემთხვევაში ფერმერს საკუთარი შრომა წყალში ეყრება.

5. სარეველები ერთ-ერთ შემაფერხებელ ფაქტორს წარმოადგენენ კულტურული მცენარის

ზრდა-განვითარებაში. მათთან ბრძოლა კი დიდ ძალისხმევას მოითხოვს, მითუმეტეს თუ დიდ ნაკვეთს ეხება საქმე. ჭკვიანი ფერმერი ეცდება, რომ მხოლოდ ლოკალური ადგილები გამოავლინოს და იქ დაგეგმოს შესაბამისი ღონისძიება სარეველების წინააღმდეგ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეკოლოგიას აქცევს ყურადღებას და არ სურს ქიმიური საშუალებების მასიურად გამოყენება. კერძო კერების გამოვლენასa და მის ხარისხს დრონები შესაბამისი პროგრამით იდეალურად განსაზღვრავენ და უმოკლეს დროში გვაწვდიან  ინფორმაციას , რომლის საფუძველზეც ფერმერის რეაქცია არის სწრაფი, ეკონომიური და ეკოლოგიური.

6. დრონები ისე განვითარდნენ, რომ ჩაანაცვლეს საჰაერო ხომალდები, რომელთა საშუალებითაც ხდებოდა პესტიციდების, სასუქებისა და სხვა მცენარეთა დაცვის საშუალებების საჰაერო აპლიკაცია. მე-20 საუკუნიდან მოყოლებული საჰაერო ხომალდების გამოყენება საკმაოდ პოპულარული გახდა, მთელი რიგი უპირატესობების საფუძველზე. მათი გამოყენებისას მოკლე ვადაში ხდებოდა დიდი ტერიტორიების დაფარვა და მწვავე პრობლემბის წინააღდეგ სწრაფი რეაგირება, თუმცა აღნიშნული ტექნოლოგია გახლდათ ძვირი, ადამიანისთვის სახიფათო და არაეკოლოგიური. დღეს კი ეს პრობლემა მარტვიად გადაჭრილია აგროდრონებით.  ისინი სრულიად ავტომატიზირებული სისტემის საფუძველზე ახდენენ ოპერირებას, ვიანიდან მართვის ტექნოლოგიის დახვეწის შედეგად იგი აღარ საჭიროებს ადამიანის ჩარევას. პირიქით, მისი გამოყენებისას უფრო ზუსტად ხდება მცენარეთა დაცვის საშუალებების დატანა მცენარის ზედაპირზე. ამას გარდა, დრონი ეკოლოგიურად უსაფრთხოა ვინაიდან მუშაობს ელექტროენერგიის ხარჯზე, იყენებს ელემენტებს და არ მოიხმარს საწვავს. შესაწამლი დრონების გამოყენება დღითი-დღე იზრდება მსოფლიოში, უკვე მასიურადაა გავრცელებული აზიასა და ამერიკაში, ევროპაში კი უკვე მიმდინარეობს საჰაერო წამლობის რეგულაციების ცვლილება გამომდინარე იქიდან, რომ დრონები ამ სერვისის უსაფრთხოდ ჩატარებას გვთავაზობენ. არც საქართველოა გამონაკლისი და წელიწადზე მეტია რაც გამოჩნადა პირველი აგრო დრონი, რომელიც დარეგისტრირდა კომპანია აგრიკოპტერის მიერ და წარმატებით ემსახურება ფერმერებს.

7. ზარალის ანალიზი - ამ პრობლემის მოგვარება დრონების დახმარებით მარტივადაა შესაძლებელი, ვიანიდან შეგვიძლია გამოვავლინოთ დაზიანებული ნაკვეთები, დაავადებული და განადგურებული მცენარეები. მათი გამოყენება ცვლის იმ ტრადიციულ მიდგომას რომელიც დღეს სადაზღვეო კომპანიებს გააჩნიათ, ვინაიდან უფრო ზუსტად შეგვიძლია ჩავატაროთ მონიტორინგი და შევაფასოთ გარემო პირობების საფუძველზე გამოწვეული.

8. ირიგაცია და დრენაჟი- ფერმერმა იცის, რომ სწორი მორწყვის პირობებში მცენარე სწორად ახდენს ზრდა-განვითარებას. გვალვების პერიოდში , მაშინ როდესაც ნიადაგის ტენიანობა დაბალია და მცენარეში წყლის მიმოცვლის პროცესები შენელებულია საჭიროა წყლის მიწოდება, თუმცა პრობლემა იმაშია, რომ ზუსტად უნდა ვიცოდეთ როდის სჭირდება მცენარეს წყალი და როდის იქნება წყლის მიწოდება გადაჭარბებული, ვინაიდან ამ ორ უკიდურეს მდგომარეობას შეუძლია მცენარე დიდ სტრესში ჩააგდოს. ვიზუალური ხედვისა და თერმული კამერები საშუალებას გვაძლევს ინფორმაცია მივიღოთ მცენარეში მიმდინარე პროცესებსა და ნიადაგის ტენიანობზე, რათა სწორად დავგეგმოთ საირიგაციო და სადრენაჟე ღონისძიებები.

9. მოსავლის აღების წინასწარი დაგეგმვა დრონებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზეა შესაძლებელი. ფერმერები და აგრო ინჟინრები ამ ინფორმაციის საფუძველზე სწორად დათვლიან დროს, ხარისხს და ზუსტად გათვლიან მოსავლის აღების გეგმას.

10. თანამედროვე დრონები აღჭურვილია ისეთი სისტემებით, რომლებიც ფერმერს შესაძლებლობას აძლევს მწემსოს, მოიძიოს და დააკვირდეს პირუტყვს ველზე. თერმული კამერებით შესაძლებელია ღამე დაკარგული პირუტყვის პოვნაც და გარდა ამის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მიიღონ ინფორმაცია ნადირის შესახებ და დაიცვან საკუთარი პირუტყვი შემოტევებისაგან.

დრონები, უკვე დიდი როლით სოფლის მეურნეობაში, დღითი-დღე იკავებენ მნიშვნელოვან პოზიციას ფერმერების საქმიანობაში და ეხმარებიან მათ  უხვი და ხარისხიანი მოსავლის მიღებაში.

©2018 Agricopter