DJI-მ ახალი აგროდრონი, მეტი ტვირთამწეობისა და უფრო ფართო შესხურების დიამეტრის მქონე   T16 წარადგინა

ოფიციალური წარდგენის მიხედვით, DJI T16 დრონმა შეიცვალა საერთო სტრუქტურა და შეითავსა მოდულირებული დიზაინი, რამაც უზრუნველყო მაღალი ტვირთამწეობა და ფართო შესხურების  დიამეტრი, ისეთი  როგორც აქამდე არასდროს შექმნილა. ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერისა და 3D დაგეგმარების შესაძლებლობის  წყალობით, მცენარეზე ზრუნვის ტექნოლოგიემბმა ახალ სიმაღლეებზე გადაინაცვლა.

სტრუქტურული ინოვაცია

კერძოდ, DJI T16- ის ახალი მოდულირებური დიზაინი მნიშვნელოვნად ამარტივებს საფრენი აპარატის კორპუსის აწყობასა და დაშლას. ამასთანავე, მისი მოვლა-შენახვის დრო  50%-ითაა დაჩქარებული. ძირითადი კომპონენტებია IP67-ით შეფასებული, სტაბილური და საიმედო. ძირითადი სტრუქტურა შედგება ნახშირბადის ბოჭკოვანი კომპოზიციური მასალისაგან, რომელიც არის მსუბუქი და უზრუნველყოფს მთლიანი დრონის  სიძლიერეს. დრონის კორპუსი იკეცება ძალიან სწრაფად და დაკეცვისას დაკავებული სივრცე შემცირებულია 75%-ით, რაც წარმოუდგენლად ამარტივებს მის ტრანსპორტაციას. მოსახერხებელი დიზაინის წყალობით  ელემენტისა და სამუშაო ყუთში უსწრაფესად შეგიძლიათ პროდუქციის მოთავსება და ამოღება.

 რეკორდი  მაღალ ტვირთამწეობასა და  ფართო შესხურების რადიუსში​ 

 

T16-ს გააჩნია 16-ლიტრიანი ავზი და 6.5-მეტრიანი გამოფრქვევის დიამეტრით. შესხურების სისტემა აღჭურვილია 4 ორთავიანი ბუნიკით, 4.8ლ/წთ-იანი გამოფრქვევის სიჩქარით.  შედეგად, T16-ს შეუძლია საათში 60 ჰექტრის შეწამვლა. ამასთანავე, შესხურების სისტემა აღჭურვილია უახლესი ელექტრომაგნიტური ხარჯსაზომით, რომელიცსიზუსტისა და სტაბილურობის თვალსაზრისიოთ შეუდარებელ სხვაობას გვაძლევს ტრადიციულ მოდელებთან მიმართებით.

გაორმაგებული უსაფრთხოება

აღსანიშნავია, რომ DJI T16 აღჭურვილია ახალი მოდულური ავიონიკური სისტემით, რომელიც თავის მხრივ  მოიცავს ორმაგ IMU-სა (შიდა საზომი ერთეული) და  ორმაგ ბარომეტს , ასევე იყენებს ენერგიის ორმაგ ალტერნატიულ დიზაინს, რათა უზრუნველყოს უსაფრთხო ფრენა. GNSS-სა და RTK-ს ორმაგი ალტერნატიული სისტემა გვაძლევს პოზიციონიერების სიზუსტეს, სანტიმეტრების დონზე, ხოლო ორმაგი ანტენის ანტი-მაგნიტური ტექნოლოგია სამუშაოს  უფრო უსაფრთხოდ შესრულებას განაპირობებს.

ნებისმიერ ამინდში მუშაობის  შესაძლებლობა

DJI T16 აღჭურვილია ახალი DBF გამოსახულების მქონე რადარით, რომელიც დაცულია გარემო სინათლისა და მტვრისგან და შეუძლია  შეინარჩნოს მგრძნობელობა ფერმერულ გარემოში მთელი დღე-ღამის განმავლობაში. დრონს გააჩნია ორმხრივი დაბრკოლების თავიდან არიდების სისტემა, ხოლო მისი ჰორიზონტალური გამოვლენის კუთხე 100 °-ს აღწევს, რომელიც წინა თაობასთან შედარებით გაორმაგებულია. შედეგად, ფრენის უსაფრთხოებაც მნიშვნელოვნად  არის გაუმჯობესებული. ციფრული საამორტიზაციო ტექნოლოგიით, დრონი აანალიზებს 3D გამოსახულებას, რაც საშუალებას გაძლევთ ეფექტურად დაადგინოთ  რთულად მისადგომი ადგილები  და ავტონომიურად შეძლოს დაბრკოლების თავიდან არიდება.  რადარი  უზრუნველყობს ლანდშაფტის დახრილობის გამოვლენას. აქედან გამომდინარე, მთის ფერდობებზე შესაძლებელია ფრენაწინასწარ განსაზღვრული  მანევრებით.

    სამართავი პულტი

T16-ის სამართვანი პულტით შესაძლებელია 3000 მეტრით დაშორებული ლოკაციიდან მაღალი რეზოლუციის ფოტოს მიღება, OcuSync 2.0-ის საშულებით. ფართო კუთხის მქონე fpv კამერა და ღამის პროჟექტორების წყალობით, საფრენი აპარატის მონიტორინგი შესაძლებელია 24 საათის განმავლობაში.

ხეხილი

    სრულყოფილი და მოსახერხებელი

T16-ს აქვს სიბრტყეზე დაშვების, სამთო სამუშაოს გეგმის შემუშავებისა და ხილის ხეზე მუშობის რეჟიმები. ერთი სამართავი პულტით შესაძლებელია ერთდროულად 5 ცალი T16-ის მართვა, რაც ეფექტურობას აორმაგებს.

PC სახმელეთო სადგურის პროფესიული გამოცემის წყალობით,  3D მოდელირება და ხილის ხის ამოცნობა შესაძლებელია სამუშაო არეალში, ხოლო საფრენი გზის წინასწარი დაგეგმარება დამოკიდებულია ხეებს შორის მანძილსა და სიმაღლეზე.

ძალური აგრეგატისა და დახრილობის ამომცნობი ტექნოლოგია მნიშვნელოვნად ამარტივებს მთებში მუშაობას.

მთა

ბრტყელი

ზედაპირი

AB წერტილებისა და  საფრენი გზის წინასწარი დაგეგმარების რეჟიმების საშუალებით დრონი შეიძლება ყველგანმიმავლად ჩაითვალოს.

   ჭკვიანი და ეფექტური

DJI-ის სოფლის მეურნეობის ტექნოლოგია ყოველთვის მიზნად ისახავს მცენარეზე ზრუნვის სამუშაოებში ეფექტური და ინტელექტუალური გაუმჯობესებების დანერგვას. 

2600-ვოლტიანი 4 არხის მქონე დამტენი 

ერთ ჯერზე შესაძლებელია დაახლოებით ოთხი ელემენტის დატენვა. სწრაფი დატენვის რეჟიმი სრულდება 20 წუთში, რაც ნიშნავს იმას, რომ დატენვის სიჩქარე გაზრდლილია 50%-ით. ელემენტის მართვის სისტემა აკონტროლებს ისეთ მონაცემებს, როგორებიცაა ძაბვა და ტემპერატურა, რათა უზრუნველყოს უსაფრთხო დატენვა.

 T16-ის ელემენტი

ელემენტს აქვს დაახლოებით  17,500 mAh ტევადობა, 14S ელემენტის მაღალი ძაბვის სისტემა ამცირებს მოხმარებას. მეტალის გარსის დახმარებით, დაცულობა აღწევს  IP54-ს, ხოლო სიმხურვალის დისიპაციის ეფექტურობა გაზრდილია 140%-ით. თვითბალანსირებადი მართვის ტექნოლოგით ელემენტის დატენვისა და განტვირთვის ცვალებადობის დრო გაზრდილია  400-ით , რაც წინანდელთან შედარებით 100%-ით მაღალი მაჩენებელია. შედეგად მოხმარების ხარჯები მკვეთრად არის შემცირებული.

©2018 Agricopter