6 გზა, თუ როგორ გამოვიყენოთ დრონები სოფლის მეურნეობაში

დრონებს ფართოდ იყენებენ კომერციული, ინდუსტრიული თუ პირადი მიზნებისთვის სხვადასხვა სფეროში. დღესდღეობით ერთ-ერთი სფერო, სადაც უპილოტო საფრენ აპარატებს ყველაზე დიდი პოტენციალი აქვს, სოფლის მეურნეობაა.

გთავაზობთ დრონების გამოყენების 6 გზას სოფლის მეურნეობაში:

1. მიწისა და ლანდშაფტის ანალიზი: დრონის კამერისა და პროგრამული უზრუნველყოფის დახმარებით, ვიღებთ მთლიანი ნაკვეთის 3D სურათს და ვაკეთებთ მიწის სტრუქტურისა და ადრეული ნიადაგის ანალიზს, რაც საშუალებას გვაძლევს სწორად დავგეგმოთ დათესვის წინა ღონისძიებები და ასევე შემდგომში განვსაზღვროთ საირგაციო აქტივობები და აზოტის მიცემის დოზები.

2. თესვა: დრონს შეუძლია გააფრქვიოს კონკრეტული ზომის მარცვალი. მას აქვს ჭკვიანი საფრქვევი სისტემა, რომელიც აღჭურვილია ავზითა და საფრქვევი დისკით. დრონის პილოტს აქვს შესაძლებლობა, აკონტროლოს თესვის რადიუსი და რაოდენობა ფრენის სიჩქარის, სიმაღლისა და გამოფრქვევის კალიბრის შეცვლის გზით. შედეგად, ვიღებთ უფრო გეგმიურ, ზუსტ და შედეგზე ორიენტირებულ თესვას.

3. შესხურება: სპეციალური კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით, დრონი იღებს მაღალი რეზოლუციის სურათებს, რის მიხედვითაც შემოისაზღვრება ნაკვეთი და დგინდება ფრენის ოპტიმალური ტრაექტორია. პილოტს შეყავს პარამეტრები, თუ რა სიჩქარითა და რა რაოდენობით სურს, რომ გამოიფრქვეს სითხე. ამის შემდეგ დრონის ავზი ივსება სასურველი სითხით და დრონი ფარავს მთელ ტერიტორიას დანაკარგის გარეშე (1 საათში იფარება 5 ჰექტარი). შედეგად ვიღებთ უფრო ეფექტურ და უფრო ზუსტ აგროტექნიკურ ღონისძიებას, რადგან სითხე ხვდება მხოლოდ საჭირო ადგილას, საჭირო რაოდენობით, იზოგება დრო და ხარჯები.

 

4. მონიტორინგი: რაც უფრო დიდია მეურნებობა, მით უფრო რთულდება მენეჯმენტი.  დრონის დინამიკური მონიტორინგის წყალობით, გვაქვს შესაძლებლობა, რომ ვაკონტროლოთ მცენარე ვეგეტაციის ნებისმიერ ფაზაში- დასაწყისშივე შევნიშნოთ რაიმე პრობლემა და მივმართოთ გარკვეულ ზომებს მისი პრევენციისთვის.

5. ირიგაცია: დრონების აღჭურვა შესაძლებელია მულტისპექტრული, ჰიპერსპექტრული და თერმული კამერებით. ეს გვაძლევს საშუალებას, გამოვავლინოთ ის ადგილები, სადაც არის ნაკლები ტენი და სიმშრლე, ასევე დავადგინოთ მცენარის სიმჭიდროვისა და აორთქლების კოეფიციენტი, რის მიხედვითაც მივცემთ მცენარეს საჭირო რაოდენობის წყალს.

6. მცენარის ჯანმრთელობის შეფასება: აუციელებელია, მუდმივად ვაფასებდეთ მცენარის ჯანრთელობას, აქვს თუ არა მას რომელიმე ბაქტერიული ან სოკოვანი დაავადება. დრონებს, მულტისპექტრული კამერით, შეუძლიათ დაასკანერონ მცენარე,  შეაფასონ მასში ცვლილებები და დაავადებების აფეთქებამდე მიაწოდონ ინფორმაცია  ფერმერს. მას შემდეგ, რაც დავადების აღმოფხვრის მეთოდებს შევიმუშავებთ, შესაძლებელია ასევე გავაკონტროლოთ გამოჯანმრთელების პროცესი- ეფექტურია თუ არა ჩვენ მიერ ჩატარებული კონკრეტული ქიმიური და მექანიკური ღონისძიებები.  

©2018 Agricopter