DJI AGRAS MG-1P

"აგრიკოპტერი" ერთადერთი კომპანიაა საქართველოში, მთელ ცენტრალურ აზიასა და აღმოსავლეთ ევროპაში, რომელიც იყენებს ყველაზე ახალ აგროდრონს - DJI Agras MG-1p-ს.

DJI, დრონების წარმოების მხრივ, მსოფლიო ბაზრის ლიდერია. სამომხმარებლო და ინდუსტრიულ დრონებთან ერთად, ის უკვე რამდენიმე წელია აწარმოებს აგროდრონებსაც. DJI-ის აგროდრონების სერია, Agras-ი ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა ქვეყნის სოფლის მეურნეობაში, წარმატებით ოპერირებს ამ დარგში.

ფრენის მარშრუტი

100%-იანი დაფარვა

გამოფრქვევის 5-მეტრიანი რადიუსის წყალობით, დრონი ფარავს საშუალოდ 5 ჰექტარს 1 საათში. ფრენის მარშრუტს კი ოპტიმიზირებული ალგორითმებით ადგენს, რაც თავიდან გვაცილებს სითხის ერთი და იმავე ადგილას მოხვედრას და ზრდის ეფექტურობას 20%-ით.

რამდენიმე დრონის ერთდროულად მართვის რეჟიმი

გაორმაგებული ეფექტურობა

MG-1p-ს აქვს განახლებული მართვის პულტი, რომელიც იყენებს მართვის ორ სიხშირეს. დაბალ სიმაღლეზე ფრენა შესაძლებელია 3 კილომეტრამდე რადიუსში უწყვეტი ვიდეოსიგნალის პირობებში. MG-1p გვთავაზობს რამდენიმე დრონის ერთი პულტიდან მართვის შესაძლებლობას. ერთ პილოტს შეუძლია აკონტროლოს 5-მდე დრონი მხოლოდ 1 მართვის პულტის გამოყენებით. ეს შეამცირებს საოპერაციო ხარჯებს და დაგვეხმარება, შევასრულოთ მეტი სამუშო ნაკლებ დროში.

123 გრადუსი, ფართო ხედვის კუთხის მქონე კამერის საშუალებით დრონი გადმოსცემს HD ვიდეო გამოსახულებას, საშუალებას გვაძლევს ჩავიწეროთ გავლილი მარშრუტი და ეხმარება დაბრკოლების თავიდან აცილების სენსორებს, იმუშაონ უფრო ეფექტურად.

FPV კამერა

სიზუსტე

ფრენის პროცესი

სტაბილური, სანდო

დრონი აღჭურვილია ჩამოვარდნისგან თავდაცვის სისტემით, უზრუნველყოფს უსაფრთხოებას ერთ-ერთი ძრავის გათიშვის შემთხვევაშიც კი.

მაღალი სიზუსტის რადარი

სრული უსაფრთხოება

MG-1p აღჭურვილია მრავალმიმართულებიანი რადარის სისტემით, რომელიც აერთიანებს სამი მაღალი სიზუსტის მქონე აღმომჩენ რადარს და ერთ დაბრკოლების თავიდან არიდების სენსორს. მას შეუძლია აღმოაჩინოს ისეთი პატარა ობიექტები, როგორიცაა 0.5 სანტიმეტრიანი ელექტროხაზი 15 მეტრის მოშორებიდანაც კი. რადარის სისტემას გააჩნია IP67 სერტიფიკატი და უძლებს ნებისმიერ ამინდს.

MG-1P RTK 

ზუსტი პოზიციონირება

MG 1p RTK სისტემა პოზიციონირებს სანტიმეტრის სიზუსტით, უმკლავდება ელექტრომაგნიტურ გარემოს და აუმჯობესებს ფრენის სტაბილურობას უფრო უსაფრთხო და სანდო ფრენისთვის.

საფრქვევი სისტემა

MG-ის საფრქვევი სისტემა გამოიყენება მყარი მასალის გამოსაფრქვევად- როგორც მყარი სასუქის შესატანად, ისე საჰაერო თესვისთვის. დრონზე დამონტაჟებულია საფრქვევი დისკი და სპეციალური კონტეინერი, რომლებიც აკონტროლებს შიგთავსის (მყარი სასუქი ან დასათესი მარცვლების) გამოფრქვევის რაოდენობას და ხდის ოპერაციას უფრო ზუსტსა და სანდოს.

უპირატესობები

საფრქვევი სისტემა კარგად მუშაობს როგორც მაღალი, ასევე დაბალი ტემპერატურის პირობებში. ხელით შეტანისგან განსხვავებით, დრონი უზრუნველყოფს სასუქისა თუ დასათესი მარცვლების უფრო თანაბრად გადანაწილებას.

  • ავზის მოცულობა: 13 ლ

  • ავზში შესატანი ნივთიერების მაქსიმალური წონა: 10 კგ

  • გამოსაფრქვევი მარცვლის დიამეტრი:  0.5-5 მმ

მონაცემები:

  • 1 კმ2-ზე 0,75-0,9 კგ ნივთიერება

  • გამოფრქვევის სიჩქარე: 1 კგ/წთ

  • გამოფრქვევის რადიუსი: 4-6 მ

  • ფრენის სიჩქარე: 4 მ/წმ

რეკომენდირებული პარამეტრები:

შესაწამლი სისტემა

ავზის მონაცემები:

  • მოცულობა: 10 ლ

  • საშუალო დატვირთვა ოპერირებისას: 10 კგ

რეკომენდირებული პარამეტრები:

  • მაქსიმალური წონა აფრენისას: 24.8 კგ

  • ფრენის მაქსიმალური სიჩქარე: 15 მ/წმ

  • ოპერირების მაქსიმალური სიჩქარე: 7 მ/წმ

  • მაქსიმალური სიმაღლე ოპერირებისთვის: ზღვის დონიდან 2000 მ.

©2018 Agricopter