რომელი სასუქი ჯობია- თხევადი თუ გრანულოვანი?

სასუქების კატეგორიზაციის რამდენიმე გზა არსებობს. თანამედროვე სოფლის მეურნეობაში მათ ძირითადად ჰყოფენ, თხევად და გრანულოვან სასუქებად. მცენარის კვების კუთხით, ორივე მათგანს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები.

 

გრანულოვანი სასუქები არის წარმოდგენილი მშრალი სახით. სასურველი კომბინაცია მიიღება სასუქების ერთმანეთში არევით, მაგ: 0-46-0, 18-46-0, 0-0-60  და ა.შ.  გრანულოვანი სასუქები გამოიყენება სხვადასხვა აგროტექნიკური ღონისძიებისთვის: მიწაზე მოყრა, ჩახვნა, ნარგავებს ჩაყოლება, კულტივაციის დროს და მცენარეში რომელიმე ელემენტის დეფიციტისას.

ამ ტიპის სასუქი საკმაოდ ეფექტურია მისი საკვები ღირებულების, სიიაფისა და გამოყენების სიმარტივის გამო.

 

თხევადი სასუქების აქტუალობა სოფლის მეურნეობაში დღითიდღე იზრდება. მისი გამოყენება შეიძლება როგორც მიწაზე, ისე ფოთოლზე შესხურების სახით. სიითხეები წარმოდგენილია განსხვავებული მინარევებით, რომლებიც მცენარეს ზრდის სხვადასხვა ფაზაში სჭირდება. თხევადი სასუქის უპირატესობა არის ის, რომ მისი არევა შესაძლებელია პესტიციდებთან, რაც კომბინირებულ შედეგს იძლევა. ასევე დადებითად ითვლება ის, რომ ფოთლიდან შეტანილი სასუქი მცენარის მიერ საკამოდ სწრაფად შეიწოვება, მიუხედავად იმისა, თუ როგორია ნიადაგი, მისი pH და მარიალიანობა. მეორე მხრივ, უნდა აღინიშნოს რომ ფოთლიდან კვება არის საკმაოდ მოკლევადიანი- მკვებავი მცენარეში რჩება შედარებით ცოტახანს,  რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთი სახით კვება ხშირად  გამოიყენება მცენარის  კონკრეტული დეფიციტის აღმოსაფხვრელად და დაავადების პრევენცისთვის.

 

ორივე სახის სასუქის გამოყენებამდე, აუცილებელია, მცენარის მდგომარეობის საფუძველზე, სწორად განვსაზღვროთ,  რამდენი და რა სახეობის სასუქია საჭირო, რათა  დავხარჯოთ ნაკელბი და მივიღოთ კარგი და  ხარისხიანი პროდუქტი. შერჩევისას უნდა გავითვალისწინოთ ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა: გარემო პირობები, ნიადაგი, მცენარე და ა.შ.  ასევე საჭიროა, ვიცოდეთ დეტალური განსხვავებებიც:

 

სივრცითი: მანძილი მცენარის ფესვებიდან საკვებ ნივთიერებამდე. მაგ: ფოსფორი არის საკმაოდ არამობილური ნივთიერება, რომელიც ნელა გადაადგილდება ფესვებისკენ და ხშირად ვერც ახერხებს მიღწევას. ასეთ შემთხვევაში, თხევადი ფოსფორისშესხურება პირდაპირ აწვდის მცენარეს საჭირო ნივთიერებას- სწრაფად და ეფექტურად. ცდები ადასტურებს, რომ ზოგიერთ მცენარეს დახლოებით 1 საათშიც კი შეუძლია შეიწოვოს ფოთლიდან მიცემული საკვები.

მარილის შემცველობა: ბევრი  სახის გრანულოვანი სასუქი არის საკმაოდ მხურვალე, ამიტომ ასეთმა სასუქმა შეიძლება მცენარე  დააზიანოს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ის შეიცავს აზოტსა და კალიუმს.

თანმიმდევრულობა: უნდა აღინიშნოს, რომ თხევადი სასუქი შეტანისას ყველა სახის ელემენტი შედის და ნაწილდება თანაბრად, გრანულოვანის დროს კი  სხვადასხვა სახის ელემენტი შეიძლება არამიზნობრივად, არათანაბრად შევიდეს ნიადაგში.

 

მოდით, მოკლედ შევაჯამოთ თხევადი და გრანულოვანი სასუქების უპირატესობები:

 

თხევადი სასუქები:

ადვილია, მოაწყო მისი შეტანისთვის საჭირო ინფრაქსტუქტურა;

ადვილია, მიიღო სასურველი ნაერთის კომბინაცია;

შესაძლებელია როგორც მიწიდან, ისე ფოთლიდან  შეტანა;

მისი შეტანით სწრაფად ვავსებთ მცენარის დეფიციტურ მხარეს;

საკმაოდ კარგია მცენარის საწყის ეტაპზე;

ზავდება ბევრ ქიმიურ საშუალებასთან.

 

გრანულოვანი სასუქები:

არის შედარებით იაფი;

არის ადვილიად შესანახი;

არის უფრო ეფექტური დათესვამდე შეტანისთვის, რადგან მიწაში ძლებს დიდხანს.

 

 

ჩვენი კომპანია არ უწევს რეკომენდაციას სასუქის შეტანის რომელიმე კონკრეტულ სახეს. ფრმერმა უნდა გაითვალისწინოს თავისი შესაძლებლობები, გარემო პირობები, სასუქის ფასი, მცენარის მოთხოვნილებები და თავად განსაზღვროს, რომელი ვარიანტი უფრო აწყობს, მიიღოს შედეგზე ორიენტირებული გადაწყვეტილება, რათა გახადოს თავისი მეურნეობა კიდევ უფრო წარმატებული.

©2018 Agricopter