მომავლის სოფლის მეურნეობა

საჰაერო შეწამვლის, თესვის, ანალიზისა და მონიტორინგის სერვისი

 

 სოფლის მეურნეობაში ფერმერის მთავარ მიზანს წარმოადგენს მიიღოს მიწიდან მაქსიმუმი, მინიმალური დანახარჯით. ამ სფეროში წარმატების მისაღწევად საჭიროა სიზუსტე და დროულობა. სწორედ ამ ორ პრინციპზეა დაფუძნებული აგროდრონები.

 

უნარი, სრულად და დანაკარგის გარეშე დაფაროს სხვადასხვა ტიპის არათანაბარზედაპირიანი ნაკვეთი, დისტანციურად, ადამიანური ძალისხმევის გარეშე შეამოწმოს და ანალიზი ჩაუტაროს ამა თუ იმ ტერიტორიას, აქცევს დრონს საუკეთესო ხელსაწყოდ სოფლის მეურნეობაში.

ზუსტი, მარტივი, ეფექტური

ჩვენ შესახებ

“აგრიკოპტერი” მაღალკვალიფიციური აგრონომებისა და დრონის პილოტების გაერთიანებაა. ჩვენი მიზანია თანამედროვე ტექნოლოგიების, კერძოდ, დრონების გამოყენების დანერგვა სოფლის მეურნეობაში, რაც ხელს შეუწყობს ფერმერების საქმიანობას და განავითარებს ამ დარგს საქართველოში.

ჩვენი გუნდი ფერმერებს სთავაზობს საჰაერო შეწამვლის, თხევადი სასუქის შეტანის, საჰერო თესვისა  და ანალიზის სერვისებს სხვადასხვა კულტურისთვის. უახლესი აგროდრონების გამოყენებით, ჩვენ დაგეხმარებით დაზოგოთ დრო, შამციროთ ხარჯები და გახადოთ თქვენი საქმიანობა კიდევ უფრო წარმატებული.

 
 

სერვისები

პესტიციდის, ჰერბიციდისa და თხევადი სასუქების საჰაერო შეფრქვევა

„აგრიკოპტერი“ გთავაზობთ პესტიციდის, ჰერბიციდისა და თხევადი სასუქების საჰაერო შეფრქვევის სერვისს თქვენს ნაკვეთზე სხვადასხვა კულტურისთვის. მუშაობის პროცესში ჩართულია რამდენიმე ადამიანი. სპეციალური კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით, დრონი იღებს მაღალი რეზოლუციის სურათებს, რის მიხედვითაც შემოისაზღვრება ნაკვეთი და დგინდება ფრენის ოპტიმალური ტრაექტორია. 

საჰაერო თესვა

გთავაზობთ საჰაერო თესვის მომსახურებას. დრონს შეუძლია გააფრქვიოს კონკრეტული ზომის მარცვალი. მას აქვს ჭკვიანი საფრქვევი სისტემა, რომელიც აღჭურვილია ავზით და საფრქვევი დისკით. ჩვენს პილოტებს აქვთ შესაძლებლობა, აკონტროლონ თესვის რადიუსი და რაოდენობა ფრენის სიჩქარის, სიმაღლისა და გამოფრქვევის კალიბრის შეცვლის გზით. შედეგად, ჩვენ ვიღებთ უფრო გეგმიურ, ზუსტ და შედეგზე ორიენტირებულ თესვას.

ანალიზი da

monitoringi

მაღალი რეზოლუციის მქონე კამერებისა და სენსორების საშუალებით, დრონს შეუძლია დაადგინოს მიწის სტრუქტურა, ტენიანობა, მოსავლითვის აუცილებელი და საჭირო ელემენტების, მაგალითად, აზოტის შემცველობა... მომდევნო ეტაპზე სწორედ ამ და სხვა მსგავსი მონაცემების მიხედვით განისაზღვრება თესვისა და დარგვის წინასწარი ღონისძიებები.

DJI AGRAS MG-1P

DJI AGRAS MG-1P

ტექნიკა

 

მისამართი

გამოგვყევით

მგალობლიშვილის ქ. 7
თბილისი
0160
საქართველო

facebook-f-logo-png-transparent-backgrou
black-youtube-logo-pngd1e-4b74-b2e7-745c

ტელეფონი

+995 551 992 282

(032) 2 04 10 10

მოგვწერეთ

©2018 Agricopter